„უცნაურად მიცემს გული, რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინში რომ ხარ და მოსვენებას რომ კარგავ ისე... ხვალ დედას გოგო უნდა ჩაეხუტოს დედიკოს.. პ.ს. რა შუაშია, მაგრამ ერთი წელიც შესრულდაო მეუღლემ შემახსენა“, - აღნიშნული პოსტი გარდაცვლილმა მაკა წივწივაძემ ამა წლის 7 აგვისტოს დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკა წივწივაძეს შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ხოლო ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა - ლაშა მაღრაძე მისთვის მეორე ქორწინება იყო.
თუმცა, როგორც სტუდენტები და ახლობლები აცხადებენ, მაკა წივწივაძე მეორე ქმარს დაახლოებით ერთი თვის წინ გაშორდა. მათივე ინფორმაციით, მას ყოფილ ქმართან პრობლემები ჰქონდა და ტელეფონზე მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.
ცნობისთვის, დღეს დაახლოებით 13:00 საათზე, ილიაუნის ინგლისურის ლექტორი 33 წლის მაკა წივწივაძე ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გაიყვანა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემდეგ თავი მოიკლა.
მაკა წივწივაძე კლინიკაში უგონო მდგომარეობაში, მაგრამ სასიცოცხლო ნიშნებით შეიყვანეს. თუმცა, წივწივაძის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ილიაუნის ლექტორი რესპუბლიკური საავადმყოფოს საოპერაციოში გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები






