არ მივიღებთ იმ ადამიანისგან არცერთ სიტყვას, რომელიც ბრალდებულია - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 15:25, 17 Oct, 2014     1888

„ჩვენ არ მივიღებთ არცერთ სიტყვას ადამიანისგან, ვინც არის ბრალდებული და რომლის მმართველობის დროსაც დაირღვა ქვეყნის მთლიანობა“, - ასე უპასუხა დღეს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

„დღეს მე მოვისმინე ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ძმების, აფხაზების ბედი. მე მსურს შევახსენო ყველას, რომ ჩვენ არასოდეს არ მივიღებთ იმ ადამიანისგან არცერთ სიტყვას, რომელიც არის ბრალდებული უამრავ დანაშაულში. ადამიანი, რომლის პირობებშიც, რომლის რეჟიმის დროსაც ხდებოდა სისტემურად ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა და რომლის დროსაც ჩვენი ქვეყნის მთლიანობა დაირღვა.

ჩვენმა საქართველომ სწორედ სააკაშვილის დროს დაკარგა კოდორი. სწორედ მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად მოხდა აფხაზეთისა და ოსეთის რუსეთის მიერ აღიარება. სწორედ მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიის არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. დღეს ეს ადამიანი გამოდის და ჭკუას გვასწავლის.

ადამიანი, რომლის დროსაც ციხეებში, მისი მეთვალყურეობის დროს, ხდებოდა წამება, გაუპატიურება და მკვლელობა. რომლის დროსაც ბიზნესი არ იყო თავისუფალი. ადამიანი თავისუფლად ვერ სუნთქავდა. დღეს ეს ადამიანი გამოდის და გვეუბნება, რომ სიტყვა, რომელიც ჩვენ ვიხმარეთ ეგრეთ წოდებული და ბრჭყალებში ჩასმული, თურმე საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

არცერთ შემთხვევაში, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც არის ხალხზე და სახელმწიფოზე ორიენტირებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42