დავით ზურაბიშვილმა დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლებს წინასაარჩევნო დაპირება შეუსრულა
პოლიტიკა - 15:24, 17 Oct, 2014     1364

დოლიძისა და ჩიქოვანის ქუჩების შემაერთებელ გზის მონაკვეთზე მიმდინარე შესაკეთებელი სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით ზურაბიშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ მოინახულეს.

აღნიშნულ მონაკვეთზე მთიანი რელიეფის გამო გზის ჩამონგრევის საშიშროება არსებობდა, რაც ადგილზე მისულმა რაიონის მაჟორიტარმა დააფიქსირა. დავით ზურაბიშვილის და ბექა მიქაუტაძის ინიციატივით საბურთალოს რაიონის გამგეობამ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა შესაბამისი პროექტით, რაც გზის ამ მონაკვეთის გასამაგრებლად საყრდენი კედლის მშენებლობას ითვალისწინებდა.

საკრებულომ დაამტკიცა პროექტი, რომელიც 150 000 ლარი ჯდება და დღეს უკვე მოხდა გზის შესაკეთებელი სამუშაოების გახსნა. სამუშაოები დავით ზურაბიშვილმა და ბექა მიქაუტაძემ ერთად მოინახულეს.

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, დოლიძის და ჩიქოვანის ქუჩების შეერთების ადგილას მიმდინარე სამუშაოები კარგი მაგალითია იმის, რომ ქალაქის მთავრობის შეცვლის შედეგად მიდგომები იცვლება და წავიდა ის დრო, როდესაც ასეთი უბნები არავის ახსოვდა.

„რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქის ცენტრში, დოლიძის და ჩიქოვანის ქუჩების შეერთების ადგილზე. ეს არის ადგილი, რომელიც შეიძლება ითქვას, ათწლეულების განმავლობაში სრულიად მიტოვებული იყო და ბერიას, თუ მჟავანაძის შემდეგ აქ სახელმწიფოს მხრიდან აღარაფერი გაკეთებულა. გზის ეს მონაკვეთი იყო ძალიან ავარიულ მდგომარეობაში. ჯერ კიდევ არჩევნებამდე მე ვიყავი აქ მოსული, დავპირდი ჩემს ამომრჩეველს, რომ გზა გაკეთდებოდა და უკვე დღეს, საბურთალოს რაიონის გამგეობის ხელშეწყობით გამოინახა თანხები და გზის ამ მონაკვეთის გამაგრებითი სამუშაოები ფორს-მაჟორის რეჟიმში კეთდება“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მერიას და რაიონის გამგეობას განზრახული აქვთ, მეტი ყურადღება მიაქციონ ამ უბანს.

საბურთალოს რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის თქმით, ეს ადგილი წინა ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებოდა, მაგრამ არჩევნების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას დანაპირებს არ უსრულებდა.

„ეს ადგილი ჯერ კიდევ არჩევნებამდე მაშინ მაჟორიტარობის კანდიდატთან, დავით ზურაბიშვილთან ერთად მოვინახულეთ და ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამ გზას შევაკეთებდით. დღეს დანაპირებს ვასრულებთ. ასევე დაგეგმილია, ზემოთ ორი კედლის გამაგრება ფორს-მაჟორულ რეჟიმში“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42