საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 15:19, 17 Oct, 2014     1249

საქართველოს პრეზიდენტს დღეს ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ თანამშრომლობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

გიორგი მარგველაშვილმა და იანოშ ჰერმანმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც მათ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის გზებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავებასა და საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ ხელშეკრულების პროექტს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ევროკავშირის, მათ შორის მონიტორინგის მისიის ჩაბმულობა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ვითარების დეესკალაციის მიზნით.

„ყველას კარგად გვესმის ჩვენი ურთიერთობის ახალი ფორმის მნიშვნელობა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ასევე გვესმის, რომ უხლოეს თვეებში გვექნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ განვითარების მიმართულებით, ასევე რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელებაში. საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს. ამას გარდა, შესაძლებლობა გვქონდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან გვესაუბრა როგორც ქვეყნის შიდა პროცესებზე, ისე რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

იანოშ ჰერმანი უნგრელი დიპლომატია. საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, იგი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იყო აზიაში, მანამდე კი (2010 -2013 წლებში) მუშაობდა ნორვეგიაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად.

იანოშ ჰერმანი დიპლომატიურ საქმინობას საქრთველოში დღეიდან შეუდგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42