„უნდა მოხდეს წინასაარჩევნო გარემოს თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაყენება“
პოლიტიკა - 14:58, 17 Oct, 2014     428

15 არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი ერთობლივ შეხვედრას მართავს. პოლიტიკური სუბიექტები ინტერპარტიული ჯგუფის შექმნას გეგმავენ, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მოამზადებს.

15 არასაპარლამენტო პარტიას დღეიდან ინტერპარტიული ჯგუფი ეწოდება. პარტიები ერთადერთი მიზნით გაერთიანდნენ, შეიტანონ საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები. აღნიშნული ჯგუფი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მეთვალყურეობის ქვეშ იმუშავებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ზურაბ ხარატიშვილი აკეთებს:

„დღეს იყო პირველი სამუშაო შეკრება, სადაც ამ ჯგუფმა მუშაობა დაიწყო. ეს არის 16 პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც იღებს ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას. მისი მიზანია განსაზღვროს ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის ძირითადი პრიორიტეტები, ქართული საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად. მორიგი შეხვედრა მომავალ კვირაში იგეგმება. ამ ჯგუფის მუშაობას ტექნიკურ მხარდაჭერას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი უწევს“, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

„ძალოვან ვეტერანთა კავშირის“ თავმჯდომარის გია ბერძენაშვილის განცხადებით ხელისუფლებამ ინტერპარტიული ჯგუფის ინიციატივები და წინადადებები უნდა გაითვალისწინოს, რადგან ეს ყოველივე დემოკრატიის შენების ერთერთი საფუძველია.

„მე მიმაჩნია, რომ ეს ფორმატი ძალიან პროგრესული ფორმატია, რადგან ფორმატით გათვალისწინებულია მაჟორიტარული ინსტიტუტის გაუქმება. ყველა პოლიტიკური პარტიის თანაბარ სასტარტო პირობებზე დაყენება. ჩვენს ამომრჩევლებს მიეცემათ რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება. შედეგად, სახელისუფლბო რესურსი არ იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში. ეს არის დემოკრატიის პრინციპის ერთერთი ფუძემდებლური მიმართულება.

ამ ფორმატში გაერთიანებულია ძირითადი მოთამაშე ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გააჩნიათ თავიანთი ისტორია. რომლებსაც ხშირ შემთხვევაში გადალახული ჰქონდათ საარჩევნო ბარიერი და ვართ კიდევ ახლადშექმნილი პოლიტიკური მოძრაობები, რომლებმაც შევძელით ჩვენი კანდიდატები გაგვეყვანა ადგილობრივ არჩევნებზე საკრებულოებში. ორასი პარტიიდან რამდენიმე პარტია შეირჩა, რომელიც მომავალში აპირებს, რომ ხელისუფლებას ამ ფორმატის მიხედვით ჩამოყალიბება მოსთხოვოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. რაც საუშლებას მისცემს თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი არჩევანის პირობებში დათვლილი იყოს ჩვენი ხმები.

ხელისუფლებამ უნდა გაითვილისწონს ჩვენი წინადადებები. წინასაარჩევნო პერიოდში ისინი გვპირდებოდნენ, რომ დემოკრატიის უმაღლესი ხარისხი დამკვიდრდებოდა საქართველოში. დემოკრატიის უმაღლესი ხარისხის დამკვიდრების ფორმას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მიგვაჩნია.

ეს ხელისუფლება, რომელიც შესაძლოა ხვალ ოპოზიციაში იყოს, იმდენად, რამდენადაც მისი რეიტინგი ყოველდღე მცირდება, მისთვისაც არ იქნება მომავალში სასიკეთო. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ ეს ფორმატი უნდა დავამკვიდროთ. ამ ფორმატით უნდა მოხდეს წინასაარჩევნო გარემოს თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაყენება თითოეული პოლიტიკური პარტიისა და ოპოზიციური მოძრაობის“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას გია ბერძენაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42