ვილნიუსში მდებარე NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში 6 დამფუძნებელი ქვეყნის გვერდით დღეიდან საქართველოს დროშაც ფრიალებს. საქართველო NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი გახდა.
უპრეცენდენტო შეთანხმებას ხელი ლიტვის დედაქალაქში ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, იუზას ოლეკასმა და ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა მოაწერეს.
საქართველო NATO-ს პირველი არაწევრი პარტნიორი-კონტრიბუტორი ქვეყანაა, რომელიც NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს მიუერთდა.
ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებში და პროგრამებში ქართული მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" ჩაერთვება, რომელსაც ვილნიუსში მდებარე NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში ერთი მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა 2005 წელს შეიქმნა და ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
მასალის გამოყენების პირობები






