15 არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი ერთობლივ შეხვედრას მართავს. პოლიტიკური სუბიექტები ინტერპარტიული ჯგუფის შექმნას გეგმავენ, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მოამზადებს.
15 არასაპარლამენტო პარტიას დღეიდან ინტერპარტიული ჯგუფი ეწოდება. პარტიები ერთადერთი მიზნით გაერთიანდნენ, შეიტანონ საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები. აღნიშნული ჯგუფი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მეთვალყურეობის ქვეშ იმუშავებს.
დღეს პირველი შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ მათ ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი დაერქმევათ. ჯგუფის წევრები განმარტავენ, რომ მათ საკმაოდ დიდი დრო, დაახლოებით ორ წლიანი პერიოდი აქვთ, იმისათვის, რომ ყოველი წინადადების საფუძვლიანად გააანალიზება მოხდეს. შედეგად, საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ.
„მთავარი მიზანი არის საარჩევნო სიტუაციის გაუმჯობესებისათვის მუშაობა. მე მჯერა, რომ ხელისუფლების ინტერესებშიც შედის ეს ყოველივე. აუცილებლად შესაცვლელია საქართველოში საარჩევნო გარემო. სხვა შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა კვლავ იმედგაცრუებული დარჩება“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მამუკა კაციტაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მათ წინადადებებს გაითვალისწინებს:
„ჩვენ უნდა მივმართოთ ხელისუფლებას და იმედია, ისინი წამოვლენ ამაზე და თუ არ წამოვლენ, უნდა ვაიძულოთ, რომ შეიქმნას ოპოზიციისა და ხელისუფლების ფორმატი, შედეგად ამ საკითხებს მოვაგვარებთ, რაც შეეხება პროდუქციულობას, ბევრს ჰგონია, რომ 50 პროცენტიანი ბარიერი ამ ხელისუფლების ძღვენი იყო და ბატონი ღარიბაშვილის დიდსულოვნების გამოხატულება იყო, არც მეტი, არც ნაკლები, ეს იყო ოპოზიციის დამსახურება, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა ამისათვის“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






