საქართველოს პატრიარქი კვიპროსში გაემგზავრა
პოლიტიკა - 12:18, 17 Oct, 2014     1910

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, ილია მეორე კვიპროსში გაემგზავრა. უწმინდესის
დელეგაცია, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, ქრიზოსტომოს II-ის მიწვევით გაემგზავრა. როგორც ცნობილია ვიზიტი მნიშვნელოვან შეხვედრებს მოიცავს.
პროტოპროსვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, უწმინდესი დღეს ლარნაკას აეროპორტში ჩაბრძანდება, სადაც მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. ხვალ დაგეგმილია საქარტველოს პატრიარქის შეხვედრა კვიპროსის ეკლესიის მეთაურთან, უნეტარეს ქრიზოსტომოს II-სთან. შემდეგ კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისპატივსაცემად გაიმართება ოფიციალური სადილი, რომელსაც კვიპროსის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლებისა და კულტურის მინისტრიც დაესწრებიან. ხვალვე დაგეგმილია კათოლიკოს-პატრიარქის ექსკლუზიური ინტერვიუ ტელეკომპანია "მეგასთან" ბიზანტიის მუზეუმში.


გიორგი ზვიადაძის განცხადებით, 19 ოქტომბერი წმინდა ლაზარეს წმინდა ნაწილების ამობრძანების დღეა და ამასთან დაკავშირებით ლარნაკას წმინდა ლაზარე ტაძარში ერთობლივი წირვა გაიმართება, რომელშიც ილია მეორე, საქართველოს დელეგაციის მღვდელმთავრები და სასულიერო პირები მიიღებენ მონაწილეობას. 20 ოქტომბერს დაგეგმილია კიკოსის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მოლოცვა. ილია მეორე იქ პარაკლისს გადაიხდის, პატივს მიაგებს არქიეპისკოპოსს მაკარიუსის ხსოვნას და მის საფლავს ეწვევა, ის კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი იყო.

21 ოქტომბერს დაგეგმილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და დელეგაციის წევრების სტუმრობა ღალიის ქართულ სამონასტრო კომპლექსში. ილია მეორე იქ აღსრულებული სასულიერო პირებისა და ქტიტორების სულის მოსახსენიებლად პანაშვიდს გადაიხდის, ასევე შესრულდება პარაკლისი.

პატრიარქი საქართველოში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42