საკანონმდებლო ორგანოში დახურული სხდომა მიმდინარეობს. თუ რა რეაგირება უნდა მოახდინოს პარლამენტმა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსეთსა და დეფატქო აფხაზეთს შორის შესაძლოა გაფორმდეს, უმცირესობის და უმრავლესობის დეპუტატები ამ წუთებში განიხილავენ. სხდომას სავარაუდოდ დავით უსუფაშვილიც ესწრება.
„მე ვფიქრობ სასარგებლო იქნება საქართველოს პარლამენტმა მიიღოს დოკუმენტი, სასარგებლო და კარგი იქნება თუ ეს იქნება ბიპარტიზანული, ანუ ორივე მხარე, მათ შორის ოპოზციაც დაეთანხმება ისეთი დოკუმენტი მივიღოთ და ვთქვათ როგორია ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ამ კონკრეტული ნაბიჯის მიმართ, ეს რამდენად და როგორ მოხერხდება არ ვიცი“,- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
„თემა გასაგებია უმწვავესია, ერთ-ერთი მთავარი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის თემა - რუსეთის ქმედებები, ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გავითვალსიწინოთ საერთო კონტექსტი, პოლიტიკური, ასვე სტრატეგიული კონტექსტი, არ ავყვეთ ემოციებს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დავაფიქსიროთ მყარად ჩვენი პოზიციები“,- განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






