ჩემი იმეილები გატეხილია, კეზერაშვილთან მიმოწერაში აბზაცია ჩამატებული - გვარამია
სოც.მედია - 11:20, 17 Oct, 2014     3036

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ მასზე და მის მეგობრებზე ფარული მიყურადება კვლავ მიმდინარეობს:

“ძვირფასო მეგობრებო, ამ დღეებში ჩემი მეგობრის პირით შემომითვალეს, რომ ჩემი იმეილები გატეხილია. მტკიცებულების სახით, ეს იმეილებიც მაჩვენეს. მათ შორის აღმოჩნდა სკაიპის მიმოწერაც. ძირითადად, მთავრობისთვის საინტერესო ჩემს მეგობრებთან მიმოწერა: ზურაბ ადეიშვილთან, David Kezerashvili, Tamara Chergoleishvili.

ცხადია, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არაფერს სერიოზულს იმეილით არ ვაგზავნი. მიუხედავად ამისა, არც პირადი მიმოწერა მინდა ვინმეს მიერ იკითხებოდეს.

საინტერესო ისაა, რომ დავით კეზერაშვილთან ერთ–ერთ მიმოწერაში ჩამატებულია მთელი აბზაცი, შემდეგი შინაარსით:

"ჩვენთან ყველაფერი კარგად არის. შენი გამოშვებული თანხა დაჯდა, მე ბალტიკურმიდან ველოდი, თუმცა თანხა ჰავილანდიდან მოვიდა. სხვა დროს გამაფრთხილე ხოლმე, რადგან აქაც დაბნეულობა იყო და არ მინდა რამე ეჭვები გამოიწვიოს."

ეს აბზაცი რომ ჩამატებულია, გარდა იმისა, რომ წარმოდგენა არ მაქვს, აქ რაზეა ლაპარაკი, იმითაც დასტურდება, რომ მთელი დანარჩენი ტექსტი გადმოტანილია სპეისების გარეშე (როგორც ხდება ოპერატიული დამუშავებისას), ხოლო ეს აბზაცი ჩაბეჭდილია ჩვეულებრივი ტექსტით.

ჩემთვის უცნობია, სისხლის სამართლით და კონსტიტუციით დაცული ჩემი ინტერესი დაირღვა მთავრობის მიერ, ინტერნეტპროვაიდერის მიერ, ორივეს ერთობლივი ძალისხმევით, თუ კერძო პირის კერძო ინიციატივაა, რაც, ვფიქრობ, ტექნიკურად სრულიად წარმოუდგენელია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კერძო პირს პირდაპირ და საჯაროდ ვუცხადებ, რომ მისი შანტაჟი ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ აბსოლუტურად არ მაღელვებს, რაც უნდა და სადაც უნდა, იქ გამოაქვეყნოს. ჩემთვის ცნობილია მისი ვინაობა და ყველა შემთხვევაში პასუხს ვაგებინებ კანონის მთელი სიმკაცრით. და თუ დღევანდელი ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას მას ააცილებს, ამით მხოლოდ დაადასტურებს ჩემს საფუძვლიან ეჭვებს, რომ სწორედ ხელისუფლების ტექნიკური დახმარებით მიმდინარეობს (უფრო სწორედ, გრძელდება) ჩემზე და ჩემს მეგობრებზე ფარული მიყურადება და თვალთვალი” - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42