„რუსეთ–აფხაზეთს შორის მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმების მომზადებასთან დაკავშირებით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა.
ამ საკითხს ალექსანდრე ლუკაშევიჩი გამოეხმაურა. როგორც განცხადებაში წერია, პრაღაში გამართულ ორმხრივ მოლაპარაკებებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე იმსჯელეს და რუსული მხარის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში საკმაოდ პრინციპული იყო.
„არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს რუსეთს და აფხაზეთს გააუმჯობესოს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, თანამედროვე განვითარების ახალ ეტაპზე, მათ შორის ინტეგრაციის ძლიერი ტენდენციის გათვალისწინებით, ყოფილ საბჭოთა სივრცეში და სრულიად მსოფლიოში“, - წერია ლუკაშევიჩის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






