ჩვენი ხელისუფლების მაამებლურ, ლაჩრულ პოლიტიკას თავად რუსეთმა დაუსვა წერტილი -მოძრაობა ,,დაბრუნების“ განცხადება
პოლიტიკა - 22:53, 16 Oct, 2014     2591
განცხადების ტექსტს ,,ნიუპოსტი“ უცვლელად აქვეყნებს:

მომდინარე წლის 11 ივნისს პრემიერმა ღარიბაშვილმა BBC-ს ეთერით მსოფლიოს თავდაჯერებულად აუწყა, რომ ყირიმის სეპარატისტულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან (მისი თქმით ,,სამხრეთ ოსეთთან“) შედარება დიდი შეცდომაა და რუსეთი მათ ანექსიაში დაინტერესებული არ არის.

უკანასკნელმა მოვლენების გამო, თავის მართლებას არავითარი აზრი არა აქვს. საქართველოს საგარეო კურსმა სრული კრახი განიცადა. ჩვენი ხელისუფლების მაამებლურ, ლაჩრულ პოლიტიკას თავად რუსეთმა დაუსვა წერტილი. შემოთავაზებულია აფხაზეთის ყირიმიზაციის ანუ ანექსიის ხელშეკრულება სოხუმის რეჟიმთან, რომლითაც აფხაზეთი ხდება რუსული სამხედრო, პოლიტიკური, საბაჟო, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი. რუსეთის საზღვარი ფსოუზე წაიშლება და გადმოდის ენგურზე. აფხაზეთზე გავრცელდება რუსული კანონმდებლობა. ასეთი შედეგის დადგომის შესახებ ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რადგან ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოსვლისთანავე შეწყვიტა დეოკუპაციის პოლიტიკა და მტერთან ლაქუცითა და სამარცხვინო კლოუნადით ჩაანაცვლა. მან, სადაც კი შესაძლებელი იყო, ოკუპირებული ტერიტორიის საკითხი მოხსნა და კაცობრიობა ოკუპანტთან ,,კონსტრუქციული ურთიერთობის“ აუცილებლობის ძახილით გამოაყრუა, უკრაინის მოვლენებს განერიდა და პრეზიდენტ პოროშენკოს თავზე ნაცრის წაყრაც კი ურჩია.

შედეგი სახეზეა და პასუხისმგებლობა სრულად მთავრობაზეა. ამ თვალსაზრისით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამჯერად აამოქმედებს ამ ხელშეკრულებას რუსეთი თუ უფრო მოგვიანებით. კრემლს ახალი თავისტკივილი დასავლეთისაგან, ამ ეტაპზე, თითქოს არ უნდა აწყობდეს. ისედაც ძალიან ძვირად უჯდება უკრაინის ავანტიურა. არც სეპარატისტული რეჟიმი და აფსუა ელიტა არის, როგორც ჩანს, ამისთვის ამ ეტაპზე მზად. ეს ყოველივე უფრო შანტაჟს ჰგავს. სავარაუდოდ, პრაღაში მიმდინარე მოლაპარაკებისას, კარასინი აბაშიძეს სანაცვლოდ ნატოს სასწავლო ცენტრის საქართველოში განთავსებაზე უარს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ტორპედირებას მოსთხოვს. ამასთან, ძალაუფლების შენარჩუნებასა და ამ საქმეში ყოველგვარ მხარდაჭერასაც აღუთქვამს.

მაგრამ ფაქტია, დოკუმენტი დადებულია და წილიც ნაყარია. ხელსაყრელი პირობების დადგომისას მტერი უკან არ დაიხევს. ხოლო, თუ როდის ჩათვლის ასეთი ვითარებას დამდგარად მანიაკალური და კაცთმოძულე ვნებებით შეპყრობილი პუტინის ხროვა, გონივრულ პროგნოზს არ ექვემდებარება.

ობიექტურად კი ამ შედეგს დააჩქარებს ჩვენი დუმილი ან ფორმალური გაფაფხურება და კაპიტულანტური პოლიტიკის გაგრძელება.

ამიტომ დაუყოვნებლივ და დღეიდან:

1. საქართველოს მთავრობამ აღიაროს რუსეთის მიმართ წარმოებული ე.წ. კონსტრუქციული პოლიტიკის სიმცდარე, სრული მასშტაბით აღადგინოს შეწყვეტილი დეოკუპაციის კურსი ქვეყნის შიგნით და გარეთ და საქვეყნოდ განაცხადოს ევროატლატიკური ორიენტაციის მტკიცე და ურყევი ერთგულება;

2. საქართველო შეუერთდეს ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს;

3. გადაიდგას ქმედითი სამართლებრივი ნაბიჯები ა.წ.13 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციის ,,არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას!“ მოთხოვნების შესასრულებლად. კერძოდ, საქართველოში რუსეთთან მოთანამშრომლე კოლაბორაციონისტული ჯგუფების და ორგანიზაციების ასალაგმავად და რუსული საინფორმაციო დივერსიების აღსაკვეთად;

4. გაუქმდეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი;

5. გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან კაპიტულანტი მინისტრი პ.ზაქარეიშვილი და გაუქმდეს მისი სამინისტრო;

6. შეწყდეს ოკუპაციის კანონის შერბილების, ,,ავარეთ-კახეთის“ საავტომობილო გზის მშენებლობის, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნისაკენ მიმართული ყოველგვარი ქმედებები და ამ საკითხებზე ხელისუფლებამ გამოხატოს მტკიცედ უარყოფითი პოზიცია;

7. შესრულდეს ა.წ. 27 სექტემბერს თბილიში გამართული აფხაზთა კრების მოთხოვნები. აფხაზეთის მოსახლეობას აღუდგეს წართმეული საარჩევნო უფლება და ჩატარდეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება დევნილთა რეალური მონაწილეობა მათთვის საჭირბოროტო, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის დაბრუნებისა და აფხაზეთში დაბრუნების საკითხების გადაწყვეტაში. გადაყენებულ იქნეს აფხაზეთის ა/რ კრემლოიდური მთავრობა;

8. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტოს ოპოზიციის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით სრულიად კომიკური გართობა და საქართველოს პროკურატურამ ოკუპანტის წინააღმდეგ სრულად აამოქმედოს ამავე კოდექსის 404-ე მუხლი (აგრესიული ომის მომზადება ან წარმოება). კერძოდ, ამ და სხვა თანმხლები ნორმების საფუძველზე. რუსეთის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების მედვედევისა და პუტინის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე 2008 წლის რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის გამო;

9. განახლდეს საქართველოს პროკურატურატურაში მაუდგადაფარებული რუსეთის მიერ 1992-1993 აფხაზეთში ჩატარებული ქართველების გენოციდისა და ეთნიკური წმენდის საქმეები. მიეცეს მათ შემდომი სამართლებრივი მსვლელობა.

თუ აღნიშნულის გაკეთება მთავრობას არ ძალუძს, მაშინ ის უნდა გადადგეს.

მოძრაობა ,,დაბრუნება“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42