დე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის თავჯდომარეს რუსეთთან სამხედრო შეთანხმების დოკუმენტის არსებული რედაქცია არ მოსწონს. ვალერი პრანბა აღნიშნავს, რომ დოკუმენტის რამდენიმე პუნქტი ლახავს აფხაზეთის სუვერენიტეტს.
დე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის თავჯდომარის ინფორმაციით, დოკუმენტის არსებულ რედაქციასთან შენიშვნები არა მხოლოდ მას, არამედ არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრებსაც გააჩნიათ.
პრანბა ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის პუნქტები არ შეიცვლება, დე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერს.
„ამ დოკუმენტის მიხედვით არ ვიცი გვეყოლება თავდაცვის სამინისტრო? შემოსავლები? სასაზღვრო პოლიცია? რატომ უნდა აკონტროლოს რუსეთმა აფხაზეთში შემომავალი ტვირთები? ან სულაც, რა დახმარება შეიძლება გაგვიწიოს რუსეთმა აფხაზებს ენის შესწავლის კუთხით? არ ვიცი, ვფიქრობ რომ თუ პუნქტები არ შეიცვლება, დოკუმენტს პარლამენტი ჩააგდებს. არსებული რედაქციით ბევრი დეპუტატია უკმაყოფილო“, - აცხადებს აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი „კურიერთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






