საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“ რუსულ-აფხაზური შეთანხმების შესახებ ისაუბრა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ ხელშეკრულებას სამართლებრივად არანაირი ღირებულება არ აქვს, რას მოაწერს ხელს აუღიარებელი საქართველოს ერთ-ერთი ნაწილი რუსეთის ფედერაციასთან.
მინისტრი მიიჩნევსმ რომ სამხედრო კუთხით დეფაქტო შექმნილი ვითარება თვისობრივად არ იცვლება და არ იზრდება სამხედო ძალები.
"საფრთხე, რომელიც არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არ გაიზრდება, არამედ რჩება იგივე. აქ არის სხვა რამეზე საუბარი, ეს არის დასაწყისი იმ დიდი გეგმის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში, რომ დაიწყოს ანექსიის პროცესი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის. ბუნებრივია, რაღაც ეტაპზე დააყენებენ ამ საკითხს, რომ თქვენ, თუ გინდათ ამ პროცესის შენელება მოხდეს რუსეთის მხრიდან, მაშინ უნდა გაკეთდეს არჩევანი - ან საქართველოს დამოუკიდებლობა, დემოკრატიული განვითარება ან რუსეთთან გასაღების ძებნა ამ კონფლიქტების გადაწყვეტის, რომელიც, ბუნებრივია, არასდროს იქნება", - აღნიშნა ალასანიამ.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ზეწოლას, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო ერთად მოვახდენს, იქნება ის, რომ დაიწყება დეოკუპაციის პროცესი.
„საქართველო უახლოვდება იმ პრინციპულ საკითხს, რომლის ირგვლივაც ყველა უნდა შევიკრიბოთ - პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტი და საზოგადოების ძირითადი ნაწილი, რომ ამ გამოწვევას, რომელიც დღეს გვიდგას წინ, ერთობლივად, ერთსულოვნად, ერთ მუშტად შეკრული შევხვდეთ. მე არ ვსაუბრობ იმ ძალებზე, რომელთა ღირსებაც განისაზღვრება რუსული რუბლით", - დასძინა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






