საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოში საწრთვნელი ცენტრის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ნატო-საქართველოს პაკეტი, რომელიც უელსის სამიტის დროს მივიღეთ, ითვალისწნებს რამდენიმე ელემენტს და ერთ-ერთი ძირითადი, ბუნებრივია არის ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, ეს იქნება პრაქტიკულად, ერთობლივი ცენტრი, მაგრამ ეს იქნება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ინფრასტრუქტურა, სადაც როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების ასევე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან წვრთნებს და მოხდება შეფასება, ანუ სერთიფიცირება. გარდა ამისა, იქმნება საქართველოს ასევე შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელშიც სწორედ ნატოს წვერი ქვეყნები დაემხარებიან საქართველოს რომ შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს საწრთვნელად ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეების საქართველოში განთავსებას და მათ გასვლას საქართველოდან, აქედან გამომდინარე ეს იქნება მეორე ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ასეთი წრთვნების ჩატარებას. ამასთან ერთად მიღებულია გადაწყვტილება, რომ პერიოდულად საქართველოში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან წრთვნებს და ამას ექნება რეგულარული ხასიათი“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ ამ ყველაფრის განხორციელებაში ჩართული იქნებიან მაღალი სამხედრო თანამდებობის პირები რომელბიც, მისივე თქმით, საქართველოში იქნებიან მოვლინებული.
მინისტრის განცხადებით, ეს საქართველოს გენერალურ შტაბში იქნება და ამ პაკეტს გაუწევს კონტროლს, რათა ყველაფერი სწორად და თავის ვადებში იყოს განხორციელებული.
მასალის გამოყენების პირობები






