პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი კარასინი-აბაშიძის დღევანდელ შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
„ხო და რა? რითი დაიმსახურა თედო ჯაფარიძემ თქვენი უზრდელი საჯარო გამოსვლა? ერთხელ სიმბოლურად შეხვედრის გაუქმების მოწოდება რატომ არის ასე წარმოუდგენელი და მიუღებელი? შეიძლება დაეთანხმო ან არა (მაგრამ მაშინ უნდა ალტერნატიულ ზომებს მიუთითო, რასაც მივმართავდით ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯის საპასუხოდ)... მაგრამ, ესოდენ გაღიზიანებას არ იმსახურებდა გამოთქმული მოსაზრება! მეტადრე, რომ როგორც ჩანს თქვენი და კარასინის შეუთანხმებლობა ამ საკითხზე დიდად არავის აღელვებს რუსეთში თუ საქართველოში! და ამ დროს რუსეთი თავის გეგმებს ახორციელებს ნაბიჯნაბიჯ და ჩვენ კი მეორე ლოყას ვუშვერთ!!!! ესეც პოლიტიკაა, მაგრამ ამ პოლიტიკას სახელიც აქვს: “დათმობის და შეგუებისა”! ერთი რამეც არის რუსეთი არასოდეს არ სცემს პატივს დაჩოქილს და უხერხემლოს...
ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ დღესაც არ შეცვლილა და ულატრენატივოა: არც უშედეგო დათმობა, არც უაზრო დაპირისპირება! მეზობლური ურთიერთობა არათანაბარ და დამამცირებელ პირობებში ვერ აეწყობა!“,- წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






