საქართველოს ფინანსთა მინისტრი იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების ქმედებას იწუნებს.
მინისტრის აზრით, აქციის მონაწილეების მოთხოვნების ფორმა არასწორია. ხადური მიიჩნევს, რომ ამ ტიპის განცხადებებით მხარეებს შორის დიალოგი ვერ შედგება.
„ვფიქრობ, რომ ულტიმატუმების ენით ლაპრაკი არასწორია, მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, კონსტრუქციული დიალოგის ფორმას დაუბრუნდნენ, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე,“ - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ჟურნალისტებთან საუბარში.
ხადური ამბობს, რომ ოპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა მასშტაბურია და მის გადაჭრას დრო სჭირდება.
„ეს მასშტაბური საკითხია და მის მოგვარებაზე მთავრობა მუშაობს. ვფიქრობთ, შევძლებთ დახმარება გავუწიოთ მოქალაქეებს, ამისათვის დროა საჭირო,“- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
ცნობისთვის, იპოთეკარებმა დღეს პარლამენტთან აქცია მოაწყვეს და თვითმკვლელობა სცადეს.
მასალის გამოყენების პირობები






