ჩვენი ურთიერთობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გადახედვას არ ექვემდებარება - კარასინი
პოლიტიკა - 19:03, 16 Oct, 2014     796

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ კონკრეტული ხელშეკრულებით, აფხაზეთის სუვერენიტეტს საფრთხე არ ემუქრება. სიტყვა ანექსია კი რუსული მხარისათვის მიუღებელია .

ეს განცხადება კარასინმა პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„მკაცრი ფორმით დასვა შეკითხვა ჩემმა ქართველმა კოლეგამ შეხვედრაზე რუსეთ–აფხაზეთის შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით. თუმცა ეს საკითხი ჩვენი მოლაპარაკების მანდატში არ შედიოდა. მოვუსმინე მის ლოგიკას და სათანადოდ ავუხსენი ჩვენი პოზიციაც. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ გავაფორმოთ ახალი შეთანხმება. ეს არანაირად არ ლახავს დამოუკიდებელი აფხაზეთის სტატუსს და სუვერენიტეტს. ის მიზნად ისახავს, რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობის გამარტივებას და ინტეგრაციას ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც. ასე რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარების ეს ეტაპი არანაირად არ ნიშნავს აფხაზეთის სტატუსისთვის საფრთხის შექმნას, მითუმეტეს მის ანექსიას. ჩვენი ურთიერთობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პრინციპულად არ ექვემდებარება გადახედვას. ჩვენ ორივე ვაღიარეთ და განვავითარებთ მათთან ურთიერთობას“, - განაცხადა კარასინმა.

მან არ უპასუხა ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, მოაწერს თუ - არა რუსეთი ხელს დე-ფაქტო აფხაზეთთან სამხედრო გაერთიანების შესახებ ხელშეკრულებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42