ქალაქ თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობაზე გაწეულმა ხარჯებმა სულ 22 732 346 ლარი შეადგინა.
აღნიშნული თანხიდან პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი პარლამენტის აპარატმა გამარტივებული შესყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების) გზით განახორციელა - რაზეც 16 479 613 ლარი გაიხარჯა.
IDFI-ის ინფორმაციით, ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა 5 656 468 ლარის ღირებულების შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით - 410 265 ლარის შესყიდვა, ხოლო კონკურსის გზით - 186 000 ლარის შესყიდვა.
რაიმე სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ პარლამენტის პლენარული სხდომები თბილისში უნდა ჩატარდეს დღემდე არ არსებობს. შესაბამისად, ჩნდება კითხვები პლენარული სხდომის დარბაზისთვის ძვირადღირებული მოწყობილობების შესყიდვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც არ არსებობს მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები პარლამენტის თბილისში სრულყოფილი მუშაობისა.
მასალის გამოყენების პირობები






