საქართველოს მთავრობას არ სჭირდება მორჩილი სასამართლო- თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 16:58, 16 Oct, 2014     764
„საქართველოს მთავრობას არ სჭირდება მორჩილი სასამართლო" , _აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

თეა წულუკიანმა 10-წუთიან მოხსენებაში ის რეფორმები მიმოიხილა, რომელთაც საქართველოში იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, და აღნიშნა, რომ ყველა ეს რეფორმა საქართველოს ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან აახლოებს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას პრემიერ-მინისტრი პირადად ხელმძღვანელობს.

„საქართველოს ხელისუფლების ყურადღება ახლა სრულად არის ფოკუსირებული იმ რეფორმებზე, რომელთა გატარებაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა ვიკისრეთ, როცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ეს რეფორმები დააჩქარებს ქართველი ხალხის ოცნების ახდენას და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი", - განაცხადა მინისტრმა.


თეა წულუკიანმა ისაუბრა მართლმსაჯულების რეფორმის, ადამიანის უფლებათა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

„გასულ წელს ამ ტრიბუნიდან მე თქვენ დაგპირდით, რომ მოხდებოდა საპროცესო შეთანხმების მანკიერი პრაქტიკის შეცვლა საქართველოში და ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. დღეს საპროცესო შეთანხმება მართლმსაჯულების ხელში საჭირო და სწორი იარაღია. გავზარდეთ დაზარალებულების უფლებები და გავუთანაბრეთ იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელსაც ევროპული სამართალი ითვალისწინებს", - განაცხადა მინისტრმა.

მან, ასევე, ისაუბრა პროკურატურის რეფორმის შესახებ; თავისუფალი და დემოკრატიული საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე, რომლის ჩატარებასაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ წარმატებასაც, რომელსაც კორუფციასთან ბრძოლაში მიაღწია საქართველომ და აღნიშნა, რომ ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, რაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სახეა, გახდა მიზეზი იმისა, რომ აგვისტოში საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

მოხსენების შემდეგ მინისტრმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები ეხებოდა როგორც საკუთრივ რეფორმებს, ისე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დღეს საქართველოში თვისობრივად სხვა სამართლებრივი გარემოა. მისი განცხადებით, სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისაგან.


„ჩვენ არ გვჭირდება მორჩილი სასამართლო. ჩვენ სწორი რეფორმით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სასამართლოში მხარეთა შეჯიბრების პრინციპს და ამ მცდელობას ვენეციის კომისიამ მაღალი შეფასება მისცა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი ქვეყნის საგარეო კურსსაც შეეხო და განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აკისრია ვიზადიალოგისა და ასოცირების ხელშეკრულებისთვის სამოქმედო გეგმის შესრულებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42