საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წამოწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, გივი თარგამაძე ეხმაურება.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას დეპუტატი აცხადებს, რომ მსგავსი განცხადება დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს:
„არ ვიცი ეს სარჩელი საერთოდ როდის აღიძრა, იმიტომ, რომ როდესაც ბატონმა იზორიამ ეს განაცხადა, მაშინ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობიდან და მთავრობიდანაც არავინ არ იცოდა ამის შესახებ. არ ვიცი სახელდახელოდ მაშინ შეიქმნა თუ მანამდე იყო აღძრული, ეს უკავშირდება მათი ღირსეული წარმომადგენლის, ბატონი ჭიკაიძის ერთერთ ნაბოდვარს, ან ყველას ერთად. აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური, იმიტომ, რომ არცერთი ამ ბოდვიდან არ განხორციელებულა, ან რაიმე ამის ნიშანი არ ყოფილა.
ამის შემდეგ მტკიცება იმისა, რომ არ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა პოლიტიკური ოპონენტების, ალბათ საბოლოოდ არის გაქარწყლებული.
ამის შედეგია ალბათ ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საბოლოოდ გამყარდა ამ რწმენაში, რომ პოლიტიკური დევნა ხორციელდება საქართველოში. საქმე არის სრულიად უპერსპექტივო და მხოლოდ იზორიას საუბრის დონეზე დამთავრდება. ეს ვერანაირად ვერ ფარავს მათ უნიათობას და მეორეს მხრივ აყენებს საგრძნობ ზიანს ქვეყნის იმიჯს“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






