კარასინი-აბაშიძის შეხვედრების შეწყვეტა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული იმ დოკუმენტის მთავარი პუნქტია, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალ შეთანხმებას ეხება.
ოპოზიციამ 5 პუნქტიანი რეზოლუცია შეიმუშავა, რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტას არ ეთანხმება და რეზოლუციის საკუთარ პროექტს ამზადებს უმრავლესობაც.
„ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრება, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეგეთი აზრი. ითვალისწილებს საერთოდ დღის წესრიგიდან რუსეთთან მოლაპარაკების საკითხის. რეალისტური რაც არის და რაზედაც საერთაშორისო თანამეგრობობა მართლა გვიჭერს მხარს ეს არის მოლაპარაკებები, ეს არის კონსტრუქციული პოზოცოია, მაქსიმალურად სადაც შესაძლებელია, მაგრამ წითელი ხაზების ძალიან მტკიცედ დაცვა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
„ეს არამგონია რუსეთის კრიტიკა იყოს, ეს ძირითადად ჩვენი ლანძღვა - გინების რეზოლუციაა, აქედან უნდა პოლიტიკური დივიდენდების მიღება, სადაც აფიქსირებენ და ამბობენ არც ერთ პუნქტში არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს არის იმ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ისინი აწარმოებენ. ამიტომ ისინი ამ მიმართულებით მრჩევლებად არ გამოგვადგაბიან, უმრავლსეობა თავის დოკუმენტს დადებს და მერე პარლამენტი იმსჯებს ამ თემაზე, ვნახოთ რა ტიპის რეზოლუცია გამოვა“, - განაცხადა ზვიად ძიძგურმა.
მასალის გამოყენების პირობები






