"თქვენს გამოსვლაში წარსულის და აწმყოს დამახინჯებული სურათი დავინახე"
პოლიტიკა - 15:43, 16 Oct, 2014     1666

“კეიტოს“ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა, სიტყვა ითხოვა საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემაც.

„ველოდი თქვენგან უფრო სრული სურათის აღწერას, რა მოხდა და რა ხდება საქართველოში და მის ირგვლივ, სამწუხაროდ, თქვენს გამოსვლაში დავინახე წარსულის და აწმყოს დამახინჯებული სურათი.

რა თქმა უნდა, 2003 წლის შემდეგ ტრანსფორმაციამ საქართველოს ცვლილებები მოუტანა, მაგრამ აღმოსავლური ბრძნული გამონათქვამის მიხედვით, „ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის“

ველოდი თქვენგან იმის ახსნას, რატომ უნდა მიეცა ხალხს ხმა თქვენს წინააღმდეგ. თქვენ თქვით, რომ ეს მოხდა ფეოდალური მენტალიტეტის გამო, რომ ქართველებისთვის ეს ნაცნობია და წარსულზე ორიენტირებული ადამიანები ვერ იგებენ რა არის პროგრესი, მაგრამ რეალურად ჩვენ ვნახეთ ისეთი მმართველობა რომელიც ქართველი ხალხისთვის მიუღებელი იყო“- განუცხადა არჩილ გეგეშიძემ მიხეილ სააკაშვილს.

ელჩის რეპლიკას ყოფილი პრეზიდენტის პასუხიც მოყვა:

„გიპასუხებთ სინგაპურის ყოფილი ლიდერის სიტყვებით, ის თავის წიგნში ამბობს რომ ნებისმიერ წარმატებულ მთავრობას ხალხი მაქსიმუმ 10 წელწადში გადაირჩევს, თავისუფალი არჩევნების გზით, რადგან ხალხს ცვლილება უნდა.რა თქმა უნდა არჩევნები საფასურს მოითხოვს.

როდესაც ვსაუბრობ ფეოდალურ მენტალიტეტზე , ვგულისხმობ კორუმპირებულ ელიტას, რომელიც ჩემი ქვეყნის სადავეებთან დაბრუნდა, მე ვამაყობ იმ რეფორმებით რომელიც გავატარეთ, იმ შენობებით, რომლებიც ავაშენეთ.

ბატონო ელჩო, თქვენი მდგომარეობის ნამდვილად არ მშურს, აქ არიან ყოფილი ელჩები , რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა და ამას გისურვებთ თქვენც. თქვენ თქვით, რომ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის, მაგრამ არსებობს მეორე გამოთქმაც ,შეიძლება ოქრო არ იყო რაც ბრწყინავდა, მაგრამ ხომ ბრწყინავდა?! ხალხი ფიქრობს რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის“- აღნიშნა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42