სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ საქმიანობის ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 15:28, 16 Oct, 2014     743

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“ დაარსებიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა და საქმიანობის წლიური ანგარიში წარმოადგინა.

ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა. მინისტრმა ხაზი გაუსვა აგრარული სექტორის განვითარებაში კოოპერაციის მნიშვნელობას. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის იაროშევიჩმა, რომელმაც საქართველოში აგრო კოოპერაციის განვითარების მიმართულებით ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 16 ოქტომბერს სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასათან დაკავშირებით, ღონისძიებაზე საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილემ, მამუკა მესხმა FAO-ს გენერალური მდივნის, ჟოზე გრაციანო დე სილვას ოფიციალური მილოცვის ტექსტი წაიკითხა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დაარსებიდან ერთი წლის თავზეუკვე შესაძლებელია კონკრეტულ შედეგებზე და მიღწევებზე საუბარი. დღევანდელი მონაცემებით, 264 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე არსებობს 264 ბიზნესზე ორიენტირებული სუბიექტი, სადაც 2014 მეპაიეა გაერთიანებული და რომელთა კაპიტალის მოცულობა, საერთო ჯამში, 5 მილიონ ლარს აჭარბებს.

დღევანდელი მონაცემებით, რეგისტრირებულია სასოფლოს-სამეურნეო კოოპერატივები: კახეთში - 22, ქვემოქართლში-41, მცხეთა-მთიანეთში-11, შიდაქართლში-32, სამეგრელო-ზემოსვანეთში-22, გურიაში -27; აჭარაში - 30, სამცხე-ჯავახეთში-28, იმერეთში-28, რაჭა-ლეჩხუმში-11, თბილისში-1.

კოოპერატივების საქამიანობის სფეროებია: მემარცვლეობა, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, მეკალმახეობა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს მხარდამჭერ ღონისძიებებს. კოოპერატივები სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით; ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს საგრანტო პროგრამები, რომლებიც კოოპერატივების ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს; ხორციელდება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“, რომელიც იტალიური წარმოების მცირეგაბარიტიანი ტექნიკის შეღავათიანი პირობებით (თვითღირებულების 23 პროცენტად) გადაცემას ითვალისწინებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დაარსებიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გაიმართა. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის” (ENPARD) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ ფინანსდება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური პირები, საკანონმდებლო ხელისუფლების, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯია“მე-3 პავილიონში, ახლადშექმნილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა საკუთარ პროდუქცია გამოფინეს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოპარლამენტის მიერ 2013 წლის 12 ივლისს მიღებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონის” საფუძველზე შეიქმნა.

სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია , რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42