კონგრესის მიერ 61 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაში არჩევნები პოზიტიურად შეფასდა - ნარმანია
პოლიტიკა - 15:17, 16 Oct, 2014     1343

თბილისის მერი დავით ნარმანია სტრასბურგიდან დაბრუნდა, სადაც ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

როგორც სტრასბურგიდან დაბრუნებულმა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კონგრესის მიერ 61 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაში არჩევნები პოზიტიურად შეფასდა.

დავით ნარმანიას თქმით, მიღებულ რეზოლუციაში კონგრესი მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები ზოგადად მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარდა, მცირე ადგილობრივი ინციდენტებისა და ცალკეული დარღვევების გათვალისწინებით.

„რეზოლუციის მიხედვით, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესმა, წინა ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით, გაუმჯობესებულად შეაფასა როგორც საარჩევნო, ისე მედიისთვის შექმნილი სამუშაო გარემო და ამომრჩევლებისთვის მიცემული შესაძლებლობა, ყოველგვარი ძალადობის გარეშე აერჩიათ და ჩაეგდოთ ბიულეტენი საკუთარი ნება-სურვილით. ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესმა, თავისი რეზოლუციით, აღიარა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, აღეკვეთა საარჩევნო გაყალბებები, კერძოდ, შემოეღო ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი ახალი სისტემა, რომელიც სიასთან ერთად მოიცავდა ციფრულ ფოტოსურათებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ

კონგრესი განსაკუთრებით მიესალმა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით, 50%-ს +1 ხმით არჩევას, რაც უპრეცედენტო, უპირობოდ დემოკრატიული მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში და ხელს უწყობს მერებისა და გამგებლების ანგარიშვადებულებასა და კონკურენტული გარემოს.

დავით ნარმანიას თქმით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, შეექმნა 50% -ს + 1 ბარიერი მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევნებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს ადგილობრივი დაწესებულებების ხელმძღვანელების არჩევას მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, რომლებიც იყენებენ თავის უფლებას და შეაქვთ წვლილი დემოკრატიის გაძლიერებაში, რაც გააძლიერებს მმართველობას ადგილობრივ დონეზე.

„არჩევნების მეორე ტურის 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ჩატარების აუცილებლობა ადასტურებს, რომ საქართველოში კიდევ უფრო ვითარდება კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო, რაც ხელს უწყობს დემოკრატიული სისტემის კონტროლსა და ბალანსს. 2010 წლის კონგრესის რეკომენდაციასთან შედარებით, წლევანდელ რეკომენდაციები გაუმჯობესებულია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და საარჩევნო კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების პრევენციის, ასევე კამპანიაში მონაწილე პარტიების ფინანსების მეტი გამჭვირვალობის კუთხით.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს კონგრესის რეკომენდაციებს. „ჩვენ მომავალშიც გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რომელიც ქვეყნის წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, კონგრესი ხაზს უსვამს, რომ შემდგომი წინსვლა შესაძლოა განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის გზით და საარჩევნო მენეჯმენტის პრაქტიკული მხრის გაუმჯობესებით. შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, რათა უზრუნველყოს სამმთავრობო და ოპოზიციურ პარტიათა მეტად თანაბარი წარმომადგენლობა; საშუალება მიეცეს დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების შექმნის გზით და საინიციატივო ჯგუფებს საშუალება მიეცეთ, დაასახელონ მერობის/გამგებლობის კანდიდატები; გააძლიერონ უწყებათაშორისი კომისიის ნდობის აღდგენის პროცესი და ეფექტურობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისა და განხორციელების გზით, გაზარდონ ამ უწყების უმაღლესი აღმასრულებელი რგოლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. გააძლიეროს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ტრენინგ-პროგრამები, რათა გააუმჯობესოს საარჩევნო დოკუმენტაცია და დათვლის პროცედურები.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის მერი დავით ნარმანია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე სიტყვით 14 ოქტომბერს გამოვიდა. გამოსვლაში თბილისის მერმა ყურადღება საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და მის გაგრძელებაზე გაამახვილა.

დავით ნარმანიამ მრავალმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა ევროპულ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის ყოვლისმომცველი რეფორმის პროცესი კიდევ უფრო შედეგიანი და წარმატებული იყოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42