პრეზიდენტი ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 14:49, 16 Oct, 2014     1364
საქართველოს პრეზიდენტი ქალთა უფლებებზე მომუშავე 25 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო, ერთი მხრივ, იმ პროექტების გაცნობა, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად ახორციელებენ, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიმართულებით ახალი ღონისძიებების დაგეგმვა, რომლებშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრისას ქალთა უფლებადამცველებმა პრეზიდენტს ის ძირითადი პრობლემები გააცნეს, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე დგას. საუბარი შეეხო ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვას, ოჯახში ქალთა ძალადობის ფაქტებს და ამ მხრივ არსებული სირთულეების დაძლევას. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მძიმეა ვითარება საქართველოს რეგიონებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრების მნიშვნელობასა და სხვადასხვა კამპანიის წარმოების აუცილებლობაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საზოგადოების ჩაბმულობის საკითხიც განიხილეს. მათი თქმით, ამ საკითხის მიმართ საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, რათა შესაბამისი გზები მოიძებნოს სწრაფი რეაგირებისა და პრევენციისთვის.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხი იყო. შეხვედრისას ასევე იმსჯელეს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიურად ჩაბმის თაობაზე.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მსგავს პრობლემებთან დაკავშირებით, შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს, საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობით აქტიურად ჩაებას ამ პროცესში.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები სოფიო შამანიდი და თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42