დედაქალაქის ყოფილი მერი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას კრიტიკულად მძიმედ აფასებს. გიგი უგულავას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს შიზოფრენიკი მართავს. მისი აზრით, მოსახლეობამ პრემიერ-მინისტრის კომენტარებს უნდა უყუროს და არ უნდა მოუსმინოს.
„ქვეყანაში სიტუაცია მართლაც საგანგაშოა, იმიტომ, რომ ქვეყანას მართავს, პირდაპირი მნიშვნელობით „შიზოფრენიკი“, ჩაუწიეთ და ისე შეხედეთ. ეს კრიტიკული შემთხვევაა, თვითონ შემთხვევა, ამ ადამიანის ქცევა სცდება ჯანსაღი ადამიანის ყოველგვარ სტანდარტებს.
ჩემი აზრით გამოსავალი არის და ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ თვითონ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ თუ იქ კიდევ ვინმეს ჯანსაღი აზრი აქვს შერჩენილი, თვითონ დაიწყოს პროცესი იმისა, რომ ხელისუფლებას ჩამოაშოროს ღარიბაშვილი და შესაბამისად ივანიშვილი.
აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ის რაც ელანდებათ ამ ადამიანებს, ხვალ „ნაციონალური მძრაობა ხელისუფლებაში“ დაბრუნდება, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად თუ მოსასვლელად მზად არ არის, მას ჯერ კიდევ ბევრი განსაწმენდელი აქვს გასავლელი.
თუ ეს ყველაფერი თვითონვე არ ალაგმა და თუ არ მოძებნა „ქართულმა ოცნებამ“ ძალა, თუნდაც შიგნით, ქვეყანა ძალიან სახიფათო მიმართულებით მიდის და ამას მერე ვეღარავინ ვეღარ გააჩერებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






