„სააკაშვილს დევნის საკუთარი წარსული, არა პუტინთან შეკრული ივანიშვილი“
პოლიტიკა - 11:44, 16 Oct, 2014     1657

„დააბრალეთ ივანიშვილს რაც გინდათ, გარდა მტრულად განწყობილი ქვეყნის სამსახურისა“, - ამ შინაარსის სტატია „ნიუ იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნდა. წერილში, სათაურით „სააკაშვილს დევნის საკუთარი წარსული, არა პუტინთან შეკრული ივანიშვილი“, - საუბარია იმაზე, რაც ყოფილი პრემიერის მისამართით ქვეყნის შიგნით და გარეთ ისმის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტატიას მიხეილ სააკაშვილის საქმით იწყებს და ამბობს, რომ ეჭვები, რომლებიც საქართველოს მეგობრებს ამ კუთხით უჩნდებათ, უსაფუძვლოა.

უსუფაშვილის აზრით, ყველაზე არასერიოზული ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობასა და რუსეთის ორბიტაზე, საქართველოს დაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებენ.

„რა არის რუსეთი ბიძინა ივანიშვილისთვის? ეს არის ქვეყანა, სადაც ის მუშაობდა სამეცნიერო დისერტაციაზე. დააგროვა თავისი კაპიტალის დიდი ნაწილი და დატოვა იგი. ივანიშვილმა პრეზიდენტ ელცინის მმართველობის დასრულებისთანავე დატოვა რუსეთი და 12 წელია იქ აღარ ჩასულა. ივანიშვილი „გაზპრომის“ ბოლო აქციას და პრეზიდენტ სააკაშვილთან საქმიან ურთიერთობებს ერთდროულად, 7 წლის წინ გამოემშვიდობა, ხოლო რუსეთში დარჩენილი ყველა სხვა ქონება მან გაასხვისა პოლიტიკური აქტიურობის დაწყებისთანავე. რუსეთი ივანიშვილის წარსულს განეკუთვნება. მე თუ მკითხავთ, ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლა და პრეზიდენტ სააკაშვილის გეგმების არევა თავად სააკაშვილთან ერთად სწორედ პრეზიდენტ პუტინის გეგმებში არ შედიოდა ყველაზე მეტად.

დემოკრატიული განვითარების გზიდან გადასული და ხალხის ჭეშმარიტი მხარდაჭერის არ მქონე საქართველოს ხელისუფლება, რომლის უავტორიტეტო, მაგრამ ჯერკიდევ საჭირო მეთაურს დემოკრატიული სამყაროს ლიდერები აღარც კი ხვდებიან - აი, ჭეშმარიტი რუსული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდებოდა, რომ არა ივანიშვილი.

იგი ყევლაფერს თავისი ქვეყნის ევროპული არჩევანის განმტკიცებისთვის აკეთებს. ამიტომ, დააბრალეთ რაც გინდათ, გარდა მტრულად განწყობილი ქვეყნის სამსახურისა“, - აცხადებს უსუფაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42