საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თედო ჯაფარიძე ზურაბ აბაშიძეს პასუხობს. ჯაფარიძე კვლავ აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატში მონაწილეობის მიღებისგან, ამ რაუნდში თავი უნდა შეიკავოს:
„ძალიან რთული მოლაპარაკებები აქვს ბატონ აბაშიძეს, ამიტომ, პირადად მე კომენტარის გაკთებისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ ბატონი ზურაბის ჩამოსვლას. მე კარგახანია აბაშიძესთან კონტაქტი არ მქონია, არც საუბარი. შეიძლება რამდენიმე წლით მასზე უფროსი ვარ, აქედან გამომდინარე, მისი კომენტარი ასაკთან დაკავშირებით, შეიძლება მისთვის მისაღებია.
მე მხედველობაში მქონდა ხელშეკრულების ის პროექტი, რომელიც გადაეცა აფხაზურ მხარეს, მე ბატონი აბაშიძის გვარი არც მიხსენებია, მე რომ ვყოფილიყავი ქართული მხარის ადგილზე, თავს შევიკავებდი ამ რაუნდში მონაწილეობის მიღებისგან. რა თქმა უნდა ეს არის დიპლომატიის ერთერთი ინსტრუმენტი“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






