ბოლო დღეებში თემის გადაფარვის რამდენიმე მცდელობა იყო - გიორგობიანი
სოც.მედია - 10:51, 16 Oct, 2014     1982

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების ოპერაციის გახსნას წარმატებულად აფასებს და თვლის რომბოლო დღეებში თემის გადაფარვის რამდენიმე მცდელობა იყო .


ამის შესახებ გიორგობიანი სოციალური ქსელის მეშვეობით წერს:


„მინისტრის ხელმძღვანელობით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს ძალიან წარმატებული ოპერაცია და გახსნეს ადამიანის გატაცების საქმე. ეს ოპერაცია წარმატებულია იმიტომ, რომ გატაცებული გათავისუფლდა, ოთხივე გამტაცებელი დააკავეს, ფულადი თანხა სრულად ამოიღეს და რაც მთავარია ამ სპეცოპერაციას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბოლო დღეების განმავლობაში ამ თემის გადაფარვის რამდენიმე მცდელობა იყო. არ შემიძლია, რომ არ დავწერო:


მცდელობა 1. საქმის გახსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაჩნდა კითხვები, ნამდვილად იყვნენ თუ არა გამტაცებლები ყოფილი კუდისა და სოდის თანამშრომლები, მაშინ როცა ეს ინფორმაცია აღნიშნული იყო სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. შემდეგ ეს ინფორმაცია მინისტრის მოადგილემ და პროკურორმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და მეორე დღესვე ეს თემა ამოიწურა.


მცდელობა 2. შემდეგ გაჟღერდა ვერსია, რომ გატაცებული ბიჭი „ზედმეტად ბედნიერი სახით“ არის და ამ ღიმილიდან გამომდინარე გამოიტანეს დასკვნა, რომ ის შეიძლება გატაცებული არც ყოფილიყო, რაც სასაცილოც აღარ არის. სახის გამომეტყველების გარდა რომ ვერაფერი იპოვეს, ვფიქრობ, გასაგებია ყველაფერი.


მცდელობა 3. კიდევ ერთ თემაზე დაიწყო სპეკულაციები, რომ სახლი, სადაც ჰყავდათ გატაცებული, ეკუთვნის კობეშავიძეებს და მათ არაფერი იცოდნენ იმის თაობაზე, რომ მათ სახლში იმყოფებოდა გატაცებული ბიჭი და ამბობდნენ, რომ ვინც ეს გააკეთა დასაჭერები არიან. დიახ, ისინი ნადვილად დავიჭირეთ, და ერთ-ერთი დაკავებულის - შონიას თქმით, მას სახლის გასაღები გადასცა ჭუმბურიძემ. ჭუმბურიძე დაიკითხა და ჩვენებაში ამბობს, რომ სახლი მისია და მან სახლის გასაღები თავის მეგობარს - შონიას გადასცა.

რომ შევაჯამო ყველა გამოთქმული ვერსია და ეჭვი, ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენმა ბიჭებმა ნამდვილად ძალიან კარგად იმუშავეს და ძალიან წარმატებული ოპერაცია იყო. ველოდები ახალ ვერსიებს“,- წერს ნინო გიორგობიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42