„რუსეთის შანტაჟისა და ოკუპაციის პოლიტიკა სრულიად მიუღებელია“, - ეს განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვარშავაში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ როუზ-როსის 87-ე სემინარზე გააკეთა.
ალექსი პეტრიაშვილი შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და აქცენტი რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხესა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გააკეთა.
მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც თავის დროზე ნატო შეიქმნა - წინ აღუდგეს უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროპული სახელმწიფოებისთვის დღესაც აქტუალურია.
სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ თუ დაგეგმილ რეფორმებზეც ილაპარაკა.
მასალის გამოყენების პირობები






