პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ, თუკი ამ ახალ შეთანხმებას ხელი მოეწერება, ეს „რეგიონულ უსაფრთხოებას დააზიანებს და რეგიონში ახალ დაძაბულობას შექმნის“.
როგორც ის აღნიშნავს, რუსულ-აფხაზურმა ახალმა შეთანხმებამ მოლაპარაკებათა დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა. შესაბამისად, შეხვედრის მთავარი თემა დღეს სწორედ აფხაზეთის მოსალოდნელი ანექსია იქნება. თუმცა წინასწარ ამბობს, რომ არანაირი დემარში და პროტესტი მისი მხრიდან არ არის მოსალოდნელი.
„შეხვედრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, სოხუმსა და მოსკოვს შორის ე.წ. ახალი შეთანხმება იქნება. არ ვიცი, რა იქნება პასუხი, მოვისმენთ თუ არა რაღაც ახალს, ან მნიშნელოვანს. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ არაფორმალური საუბრის შედეგად დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ,“- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ პრაღაში კარასინთან შეხვედრამდე "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






