პრეზიდენტის მოწოდება რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პოზიციის შემუშავებასთან დაკავშირებით პარლამენტმა მიიღო.
თუმცა, ჯერ უცნობია, როდის გაიმართება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მასზე მსჯელობა.
წინასწარი კომენტარებით უმრავლესობაც და უმცირესობაც თანხმდება, რომ, საკითხის მნიშვნელობოდან გამომდინარე, მსჯელობა აუცილებლად უნდა მოხდეს.
უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მართებული უწოდა და გამოთქვა მზადყოფნა, დაიწყოს კონსულტაციები უმცირესობასთან.
„მნიშვნელოვანი იქნება, თუ ქვეყნისთვის ასეთ მგრძნობიარე საკითხზე უმრავლესობას და უმცირესობას ერთიანი პოზიციები ექნება,“- აცხადებს დავით საგანელიძე.
უმცირესობის წარმომადგენელი, გიგი წერეთელი კი აცხადებს, რომ „ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ანექსიას პრაქტიკულად გამოცხადებულად ახდენს, სწორია, რომ ეს საკითხი პარლამენტში იყოს განხილული“.
ჯერ უცნობია, როდის გაიმართება პრეზიდენტის ინიციატივაზე მსჯელობა.
მასალის გამოყენების პირობები






