საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთის მიერ მომზადებული რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი დოკუმენტი ადასტურებს რომ რუსეთი აფხაზეთის ანექსიაზე ფიქრობს და ეს ყოველივე აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული.
„ეს ნაბიჯები კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ეფემერულ და ცინიკური ნაბიჯების რეალობას, რუსეთი არ ფიქრობს აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე და ფიქრობს ანექსიაზე, ეს დოკუმენტი, რომელიც ჯერ მხოლოდ ერთი მხარის პროექტია, მიმართულია აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგ, ჩვენ წლების განმავლობაში ვეუბნებოდით აფხაზებს, რომ რუსეთი არ არის მეგობარი სახელმწიფო და ის არ ზრუნავს აფხაზებზე, ეს ამ დოკუმენტშიც ჩანს.“- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ქართული მხარე „გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო დონეზე, რათა რუსეთის ოკუპაცია იყოს სათანადოდ შეფასებული“.
მასალის გამოყენების პირობები






