აღნიშნული სექტორებიდან „მსხალგორი“ და „ახალსოფელი“ საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე, ხოლო სექტორი „ცოდნის კარი“ საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს.
2014 წლის ბოლოსთვის კიდევ 3 ახალი სასაზღვრო სექტორი გაიხსნება.სასაზღვრო სექტორების გახსნისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში პრიორიტეტად საზღვრის განვითარება დაისახა , რადგან მესაზღვრეები სავალალო პირობებში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ:
"გაკეთდა 4 საზღვარი, 7 საზღვარი უკვე გაიხსნა, სექტორი გაიხსნა უკვე 7 და კიდევ იგეგმება 3 სექტორის გახსნა. ახლო მომავალში, დაახლოებით ორ კვირაში, 2 კიდევ გაიხსნება და წლის ბოლომდე ერთი, სულ მთლიანობაში 10 სექტორი იქნება ახალი გახსნილი.
ორ ეტაპად მოხდა სახელფასო ცვლილება, დანამატები, ეს არ იყო ათი და ოცი ლარი. აქ ას, ორას და სამას ლარზე არის საუბარი. ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ მესაზღვრეებს რატომღაც და ამაზე ალბათ მე ვერ გაგცემთ პასუხს, მე თვითონაც მაინტერესებს, რატომ ჰქონდათ ყველაზე დაბალი ხელფასები ჩვენს მესაზღვრეებს. არამარტო ხელფასები და ინფრასტრუქტურა განვითარდა, ტრანსპორტი შეიცვალა, ბევრი კვადროციკლი დაემატა და მომავალში ვგეგმავთ ჩვენ კიდევ კამერების, როგორც ღამის ხედვის, ასევე სითბური კამერებით აღჭურვას ჩვენი საზღვრის, რათა ნაკლები ფიზიკური დატვირთვით მიიღონ მეტი ეფექტი, მეტი შედეგი მიიღონ“.- განაცხადა გომელაურმა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილის განცხადებით კი, 2016 წლისათვის საზღვრის მოდერნიზაცია სრულად დასრულდება და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იქნება დაცული ისე, როგორც ეს არის განვითარებულ, ძლიერ ქვეყნებში.
"მოხდა ტექნიკური აღჭურვილობის შეცვლა, ჩვენს მესაზღვრეებს დღეს - ნატო-ს სტანდარტების მქონე რადიოტექნიკური საშუალებები აქვთ . ასევე იმის და მიხედვით, როგორ გვაძლევს საშუალებას რელიეფი აღნიშნულ სექტორზე, ძალიან აქტიურად არის გამოყენებული ამერიკული „პოლარისი“-ს ტიპის კვადროციკლები."
გამეზარდაშვილის თქმით სასაზღვრო სექტორებზე ძირითადად ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან დასაქმებული.."
მასალის გამოყენების პირობები






