პრეზიდენტი პარლამენტს რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პოზიციის შემუშავებას სთხოვს
პოლიტიკა - 17:39, 15 Oct, 2014     1950

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება მარგველაშვილმა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც იმ საფრთხეზე ილაპარაკა, რაც ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ ჩნდება.

„ასეთი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს შავი ზღვის აუზის და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას, მისი გაფორმება ეწინააღმდეგება ჟენევის კონსულტაციების ფორმატს და სულისკვეთებას, ეს ხელშეკრულება საფრთხეს უქმნის უშუალოდ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

ხელშეკრულების ამოქმედების შემთხვევაში გაუარესდება რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანების უფლებათა დაცვის საკითხები. რეალური საფრთხის წინაშე დადგება აფხაზობის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილის თვითდამკვიდრება და იდენტობის მომავალი.“-აღნიშნა მარგველაშვილმა

პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს, რომ "უსწრაფეს ვადაში განიხილონ საქმის ვითარება და შეიმუშაონ პოზიცია," რის საფუძველზეც მოიწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას და იმსჯელებენ გასატარებელ ღონისძიებებზე:

„გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, მივმართავ პარლამენტს უსწრაფეს ვადაში განიხილონ საქმის ვითარება და შეიმუშაონ პოზიცია, ამ პოზიციაზე დაფუძნებით მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს სხდომას და დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით.მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას , მეგობარ ქვეყნებს ,უსწრაფესად ადეკვატურად შეაფასონ ვითარება და მისცენ შესაბამისი რეაქცია ჩვენი ქვეყყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს.“ -განაცხედა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტს და საერთაშორისო საზოგადოებას უკვე გადაეგზავნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42