საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებს შეხვდა
პოლიტიკა - 17:37, 15 Oct, 2014     1153

საქართველოს პრეზიდენტისა და ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებს შორის შეხვედრა ეროვნული ბანკის უმაღლეს ორგანოში - ეროვნული ბანკის საბჭოში ერთი ვაკანტური ადგილის კანდიდატურის შერჩევასთასთან დაკავშირებით გაიმართა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი იყოს მაღალკვალიფიციური და ობიექტური პროფესიონალი.

მისი თქმით, შერჩეული კანდიდატი კარგად უნდა აცნობიერებდეს რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ქვეყნის პირველი პირი მზად არის აღნიშნულ თანამდებობაზე პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგინოს კანდიდატურა.

„საქართველოს პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ჰქონდა ეკონომიკის ექსპერტებთან, რომელიც ძალიან საინტერესო და სწორი რეჟიმით წარიმართა. შეხვედრისას გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, განსაკუთრებით კი ის კრიტერიუმები, რომლებსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი (კანდიდატი) უნდა აკმაყოფილებდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროცესი გრძელდება, რომელიც არის გამჭვირვალე და უახლოს მომავალში საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ღირსეულ კანდიდატს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურის შერჩევისა და წარდგენის თხოვნით, ქვეყნის პირველ პირს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ წერილობით 8 ოქტომბერს მიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42