უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის განცხადებას პასუხობს. კოტე კუბლაშვილი თეა წულუკიანს ურჩევს, მისი უფლებამოსილების ვადების ნაცვლად, მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე იფიქროს.
კუბლაშვილმა ასევე მოსამართლეთა კომპეტენციასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ პირს, რომელსაც სპეციალური განათლება არ აქვს, არ შეუძლია მოსამართლის კომპეტენცია შეაფასოს.
„რაც შეეხება ვადას, მე არ ვიცი ჯერ, მთავრობაშია მგონი ცვლილებები შემოდგომაზე და ხომ არ ჯობია ჯერ ამაზე იფიქროს. კომპეტენტურობას რაც შეეხება, ეს ძალიან ხშირად გამოჩნდა იმ საქმეებში, რომელიც განიხილეს ჩვენმა მოსამართლეებმა და არამგონია, რომ არაიურისტმა ადამიანმა შეძლოს მოსამართლის კომპეტენციის შეფასება“,- განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.: "მოუთმენლად ველი 2015 წლის მარტს, როცა კოტე კუბლაშვილი დაასრულებს თავის კარიერას".
მასალის გამოყენების პირობები






