,,ყველანი ერთად თავს ამოვყოფთ ახალ საკონცენტრაციო ბანაკში“ - პეტრიაშვილი რუსულ საფრთხეზე
პოლიტიკა - 16:46, 15 Oct, 2014     2126
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი კარასინი-აბაშიძის დაგეგმილ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი არ შეაჩერებს აფხაზეთის ფორმალურ ანექსირებას, ორმხრივი კომუნიკაციის არხი თავის თავს წურავს:
"რუსეთი გეგმაზომიერად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას! ან "უკეთეს" შემთხვევაში შანტაჟის, დაშინების და კუნთების თამაშის მეთოდებით განაგრძობს მცდელობებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვიოს ევროატლანტიკურ კურსს!
როცა საჭიროდ ჩამითვლია, არ მოვრიდებივარ იმის თქმას, რომ კარასინთან შეხვედრის ჩატარება მიზანშეუწონელია! ეს ფორმატი ემსახურებოდა გადაწყვეტადი საკითხების განხილვას! მისი ამოცანა შესრულებულია! თუმცა, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ანექსიის განზრახვის შესრულების დაუშვებლობაზე პირდაპირ ეთქვას კარასინს! დიპლომატები კარიბის კრიზისის ყველაზე მწვავე დღეებშიც კი განაგრძობდნენ ლაპარაკს! სხვათაშორის, მზვერავებიც! ასე რომ ამ ერთი შეხვედრიდან ნუ გადავაქცევთ ნურც თეირან-43-ს და ნურც მოლოტოვ-რიბენტროპის აქტს! უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რუსეთი არ შეაჩერებს აფხაზეთის ფორმალურ ანექსირებას, ორმხრივი კომუნიკაციის არხი თავის თავს წურავს და ჟენევის ფორმატი კვლავ დარჩება ერთადერთ ფორუმად! ამავე დროს, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი: 1. ყირიმის ანექსიის გაგრძელებაა აფხაზეთის ანექსია! 2. რუსეთი არის აგრესორი! 3. საქართველო არის რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიული ქმედებების რეალური საფრთხის წინაშე!
საჭიროა ძალთა სრული მობილიზება საერთაშორისო ფრონტზე, განსაკუთრებით ორგანიზაციებში საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების მიღების მიზნით (აქ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ პარლამენტარებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა) საჭიროა ფართო საზოგადოების, მედიის და ექსპერტული თანამეგობრობის კონსოლიდაცია და არა ნიშნის მოგებით, არა აპოკალიპტური სურათის დახატვით, არა პოლარიზების ხელშეწყობით და კონსპირაციების ქსოვით, ვინ რომელ ბანაკში აღმოჩნდება, არამედ ანექსიის საფრთხის წინა პლანზე წამოწევით, საზოგადოებრივი ჩართულობის ამაღლებით, წინ აღვუდგეთ ცუნამის სისწრაფით მზარდ ახალ საფრთხეს! თორემ ბოლოს მართლა ამოვყოფთ ყველა ბანაკში თავს! ოღონდ ეს არტეკიც კი აღარ იქნება, არამედ იქნება თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკი, რომლიდანაც თავის დაღწევას შეიძლება ისევ ათწლეულები და თაობები დასჭირდეს!




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42