ექსკლუზივი - რას ყვებიან მეზობლები გიორხელიძის გატაცების შესახებ
პოლიტიკა - 16:09, 15 Oct, 2014     3723
19 წლის იოსებ გიორხელიძის მეზობლები 10 ოქტომბერს მომხდარ გატაცებას არასარწმუნოდ მიიჩნევენ. როგორც გიორხელიძის მეზობლები ყვებიან ტყვეობიდან დახსნილი ბიჭი მეორე დღეს "საეჭვოდ ბედნიერი" ნახეს.

"გიორხელიძე ტყვეობიდან დახსნის მეორე დღეს, დილით ვნახე, მაღაზიაში მიდიოდა. ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა გამიკვირდა, ძალიან ძლიერი უნდა იყო ეს რომ შეძლო. როცა მომხდარის შესახებ გავიგე მე შიშით არ მეძინა, ის კი ისეთი ამაყი იყო შემშურდა, მის ადგილზე ერთი წელი ლოგინიდან ვერ ავდგებოდი", - ჰყვება მეზობელი.

მეზობლების თქით გიორხელიძეების ოჯახი, კორპუსის ახალი ბინადრები არიან და მათ იშვიათად ხედავდნენ. "დაახლოებით ერთი წელია, რაც აქ შეიძინეს ბინა, თუმცა ძალიან იშვიათად ვხედავდით. ეხლაც იმიტომ ჩამოსულან თბილისში რომ შვილს, იოსებს კუჭის ოპერაცია გაუკეთეს. მგონი ზედმეტი წონის გამო" ..

გიორხელიძეების მეზობლები გაკვირვებას ვერ მალავენ და უკვირთ როგორ შეძლეს გამტაცებლებმა 19 წლის იოსების სახლიდან ისე გაყვანა რომ არცერთ მათგანს არაფერი არ გაუგიათ. "ძლიან მშვიდი სამეზობლო ვართ, ჩვენს სადარბაზოში მცირედი ხმაურიც შესამჩნვია, ამიტომ ყველას გვიკვის, როგორ შეძლეს ამხელა ბიჭი ისე გაეტაცებინათ, რომ ვერავინ ვერაფერი გავიგეთ?!..".
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სახლში გამტაცებლები ,,გათბობის სამსახურის" სახელით შევიდნენ, მეზობლები ამ ფაქტზეც საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ: ,,რა დროს მოხდა ესეც გაუგებარია, თუკი ბიჭის გატაცება მოხდა დღის მეორე ნახევარში, როგორც წესი გაზის შემოწმებაზე ამ დროს აღარ დადიან ხოლმე და როგორ მოტყუვდა 19 წლის ბიჭი, რომ მათ კარი გაუღო? ან როგორ ენდო...?". კონკრეტულად რა დროს მოხდა გიორხელიძის სახლიდან გატაცება, ,,ნიუპოსტი"ინფორმაციის დასაზუსტებლად შს სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებისგან ამაზე პასუხი არ მიგვიღია.

ამ დროისთვის გოთუას 8 ნომერში, გიორხელიძეების ბინაში არავინ იმყოფება.
არსებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის გიორხელიძე 10 ოქტომბერს ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. შს სამინისტროს ცნობით, გამტაცებლები გიორხელიძის ოჯახს გამოსასყიდად 300 ათას დოლარს სთხოვდნენ. გამოძების ინფორმაციით, ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა სახლში მოტყუებით შეაღწიეს და იოსებ გიორხელიძე იარაღის მუქარით გამოიყვანეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42