იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლატვიის დელეგაცია მიიღო
პოლიტიკა - 13:21, 15 Oct, 2014     1330
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ლატვიელ კოლეგებს შეხვდა. დელეგაცია ლატვიის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ხელმძღვანელობით საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
ვიზიტი ლატვიის მხარის ინიციატივით დაიგეგმა. მისი მიზანი მართლმსაჯულების, სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობაა.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დელეგაციის წევრებს საქართველოში იუსტიციის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ლატვიელი სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმ სიახლეებით, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზაციის მიზნით ხორციელდება. საუბარი შეეხო დანაშაულის პრევენციის საკითხებსაც. სტუმრებმა ინტერესი გამოავლინეს იმ სერვისების მიმართ, რომელთაც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სთავაზობს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებსა და ყოფილ პატიმრებს.

„სტუმრების მიზანია, გაეცნონ, თუ რა კეთდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ განხორციელდეს რეფორმები სასამართლო სისტემაში, აინტერესებთ მედიაციასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ მათ ყველაფერ ამას გავაცნობთ, ისევე, როგორც გავაცნობთ იუსტიციის სისტემას მთლიანად. ეს არის სამდღიანი ვიზიტი, რომელიც დატვირთულია ბევრი საინტერესო შეხვედრით და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩამოგვიყალიბდა ასეთი კარგი და მჭიდრო ურთიერთობები ჩვენს ლატვიელ კოლეგებთან“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

დღესვე ლატვიის დელეგაცია თბილისის იუსტიციის სახლს ეწვევა და სახელმწიფო სერვისების კუთხით გატარებული რეფორმების შედეგებს გაეცნობა. დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ, აგრეთვე, მთავარ პროკურატურაში, შს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში. სტუმრები სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

ლატვიის დელეგაცია საქართველოში ვიზიტს 18 ოქტომბერს დაასრულებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42