თბილისის მერია ატესტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 11:58, 15 Oct, 2014     1692

თბილისის მერია უწყებაში დაგეგმილ ატესტაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

თბილისის მერიასა და გამგეობებში ატესტაციის თარიღი მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ატესტაციის თარიღის გამოცხადებისთანავე, ტესტების ნიმუში, ატესტაციის წესებთან ერთად, გამოქვეყნდება თბილისის მთავრობისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე, ასევე, გამოიკვრება მერიაში, საქალაქო სამსახურებსა და რაიონულ გამგეობებში, რათა საჯარო მოხელეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, თუ რა სახის ტესტები იქნება ატესტაციაზე.

აქვე, გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიასა და მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა ატესტაციასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, თითქოს საგამოცდო ტესტები წინასწარ დაურიგდა თანამშრომელთა ნაწილს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ატესტაცია არ ეხება მერიის ადმინისტრაციასა და სხვა საქალაქო სამსახურებში, ასევე, გამგეობებში დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ პირებს, ვინაიდან, კანონის თანახმად, მათ კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად დანიშნული თანამშრომლებისთვის წინასწარ გახდა ცნობილი ტესტები, რათა კარგად მოემზადონ ტესტირებისთვის, არ შეესაბამება სინამდვილეს.

რაც შეეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ტესტების ნიმუშს, ეს არის 2013 წლის ივლისში დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტი, რომლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

: http://www.dusheti.org.ge/?m=4&sm=4&ID=221#Doc221 .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42