რუსეთ-საქართველო ფეხბურთს ცალ კარში თამაშობენ, ეს კარი კი ჩვენია - შაშკინი
პოლიტიკა - 11:45, 15 Oct, 2014     1679

რუსეთის ფედერაციამ წარადგინა ინიციატივა აფხაზეთთან ერთობლივი არმიის შექმნასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრაზეც იმსჯელებენ. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეს ყოველივე რუსეთთან მიმართებით საქართველოს „მიამიტური პოლიტიკის“ დამსახურებაა:

„ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. რუსეთთან მოლაპარაკება შეიძლება მხოლოდ ერთ თემაზე, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. ორი წელია ახალი მთავრობა მიამიტურად ცდილობს დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან. დაალაგოს ბრჭყალებში. რიტორიკა შეცვლილია, ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯია გადადგმული. ორი წელი გავიდა, ნებისმიერ ინიციატივაზე, გარდა ტაშ-ფანდურის, ღვინის და ბორჯომისა, რუსეთი ასეთ რეაქციას ახდენს, ამბობს, აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენიაო.

დროა მივხვდეთ, რომ ამ ხალხთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ჩართვას აქვს აზრი და აქვს აზრი ყველა მიმართულებით იმის დაფიქსირებას, რუსეთი არის ოკუპანტი და ეს ქვეყანა ახლაც ახორციელებს აგრესიას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ფეხბურთს თამაშობენ ცალ კარში. ჩვენ ჩავთავალეთ, რომ რუსეთს უნდა ვეთამაშოთ ცალ კარში, უბრალოდ ეს კარი ჩვენია.

მე არ მგონია, რომ მთავრობას არ ესმოდეს, ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. თვითონაც ატარებენ კვლევებს, უსმენენ ექსპერტებს, აქედან გამომდინარე ოდნავ მაინც თუ უსმენენ საზოგადოებას, ეცოდინებათ, რომ ნატო-ში და ევროკავშირში ინტერგაცია არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია მხოლოდ, ეს არის საზოგაოდების მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, ვერავინ ვერ გადაუხვევს ამ გზას და ხალხი არ მისცემს ამის უფლებას“, - აცხადებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინი.

ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებით, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განმარტებით, მსგავსი ხელშეკრულება წმინდა პოლიტიკური შინაარსისაა. „ნიუპოსტთან“ საუბრისას შაშკინმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის რაიმე სხვა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა არ მოხდება:

„ეს შეთანხმება ეხება მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის პროცესში სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას. ეს არის უფრო პოლიტიკური ნაბიჯი, ვიდრე შინაარსობრივი. ბუნებრივია, „ისლამური სახელმწიფო“ ისლამური არმია, რომელიც შეიქმნა საშიშროებას წარმოადგენს როგორც რუსეთისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. არც აშშ და არც რუსეთი ერთმანეთს არ გაუზიარებენ იმ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც მოპოვებელია აგენტების ქსელის მეშვეობით. ამ შემთხვევაში აგენტისა და ქსელის გაშიფვრის საშიშროება დგება. როდესაც ფლობ ინფორმაციას, ყოველთვის შეგიძლია გახვიდე ინფორმაციის წყაროზე. აქედან გამომდინარე, ეს არის უფრო პოლიტიკური შეთანხმება, ვიდრე შინაარსობრივი.

პოლიტიკური იმიტომ, რომ ამერიკას და რუსეთს სჭირდებოდათ, ეჩვენებინათ რაიმე თემა, რომელზეც ამ ორ სახელმწიფოს აქვთ ერთობლივი ინტერესები. ნავთობის ვარდნის ფონზე, ასეთი თემის მოძებვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ამაში აშშ-ს ადანაშაულებს. ნავთობის მაღალი ფასი რუსეთისთვის საციცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42