უმრავლესობა და მთავრობა შეთანხმდა, რომ 2015 წელს საქართველოში პენსია გაიზრდება. ეს საკითხი კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის განხილვების დროს გადაწყდა.
კანონმდებლები ვერ აკონკრეტებენ, თუ რამდენი ლარით გაიზრდება პენსია და აცხადებენ, რომ ზუსტი რიცხვები ნოემბერში გახდება ცნობილი, როდესაც დეპუტატთა შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის უკვე შესწორებულ ვარიანტს გადააგზავნის.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში დასრულებულია. დოკუმენტს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ხვალ 16 ოქტომბერს უკვე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. ხვალვე გაიმართება შემაჯამებელი სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ უჭერს.
მასალის გამოყენების პირობები






