,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზბთ ,,თავისუფალი თაობის“ განცხადებას ოპოზიციური პარტიის ოფისთან დაანონსებული აქციის შესახებ:
"გუშინდელმა ფაქტმა, როდესაც სააკაშვილის პოლიციელებმა ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს ახალგაზრდა, საბოლოოდ ახადა ფარდა „ნაცმოძრაობისა“ და კრიმინალების ალიანსს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის დაძაბვას, რა ფაქტორიც ნაცმოძრაობის ლიდერების ავადმყოფური წარმოსახვით უნდა გახდეს დესტაბილიზაციის საფუძველი ! კრიმინალებთან ალიანსში მყოფი სადისტების , ადამიანთა გამტაცებლების , მოძალადეებისგან შემდგარი დამნაშავე ძალა, აუცილებლად უნდა წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან !.
ბავშვების გამტაცებლების ადგილი ციხეშია და არა საქართველოს პარლამენტში . მოცდა აღარ შეიძლება. ან ახლა, ან არასოდეს ! „ ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულზე რაც ჩაიდინა ქვეყნის წინაშე.
ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავებათ გადამწყვეტ ბრძოლაში, სადაც უკან დახევა არ იქნება . ვისაც გული გერჩით და ქვეყანა გიყვართ, შემოგვიერთდით !!!
ამ მიზნით , ხვალ 14:00 სთ. ნაციონალური მოძრაობის ოფისთან (ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი N45ა) გაიმართება სტუდენტებისა და ახალგაზრდების საპროტესტო აქცია, სადაც ნაციონალურ მოძრაობას წარედგინება ულტიმატუმი !
ლადო საღობელაშვილი : „ჩვენ მოვდივართ მშვიდობიანად. არ დაგვახვედროთ თქვენი კრიმინალები , თორემ მიიღებთ ადეკვატურ პასუხს !!! „" - ნათქვამია განცხადებაში

მასალის გამოყენების პირობები






