პარტია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერის ბოლო გაფრთხილებას მოსალოდნელ პოლიტიკური დაპატიმრებების მოსამზადებელ ტალღად აფასებს.
ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას ისაუბრა.
გაბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მძიმე ბრალდებით მოვიდა და არჩევნების წინა ღამით სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა რაფალიანცის საზარელი მკვლელობა.
გაბაშვილის თქმით, ასეთი დაბრალებები დღევანდელი ხელისუფლების ჩვეული მოქმედების სტილია.
„სისულელის თქმას რა უნდა,“- ამბობს გაბაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ასეთი განცახდებები არის „შემამზადებელი ტალღა შემოტევების წინ, ან ფიზიკური შემოტევების, ან პოლიტიკური დაპატიმრებების წინ ერთგვარი პიარკამპანია"
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს და პრემიერის განცხადებებს ბრიყვულს უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






