იუსტიციის მინისტრმა ,,თავისუფალ დემოკრატებში" ირაკლი ალასანიას თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა გადაცემა ,,არჩევანში". მისი თქმით, პარტიის წევრებში იყო მოთხოვნა, რომ განხორციელებულიყო საკადრო ცვლილებები, მისი სიტყვებით, ეს საკადრო ცვლილებები მხოლოდ იმიტომ განხორციელდა, რომ კოალიციასი შემავალი პარტიები გაძლიერედეს, რაც კოალიციის სიძლიერისთვის არის საჭირო.
სად იქნება თავად თეა წულუკიანი 2016 წელს, დღეს გადაცემის წამყვანის არაერთხელ დასმულ ამ კითხვას, კონკრეტული პასუხი არ გასცა.
თეა წულუკიანმა პარტიის წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ,,მე თუ არ ვიქნები მინისტრი, ვიქნები ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მებრძოლი და ვიქნები იმ კოალიციასთან, რომელიც ამ გეზს უერთგულებს ბოლომდე და იმ პარტიასთან და კოალიციასთან, რომელიც არის დასავლური ღირებულებების ერთგული"
„ორი ძირითადი მიზანი მაქვს: "ნაციონალების" წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა, რომ ისინი აღარასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და მეორე, რომ ევროპული ფასეულობებიდან საქართველომ არასდროს გადაუხვიოს და მე ვერ ვიქნები ვერცერთი ისეთი პოლიტიკოსის გვერდით, რომელიც ამ ორი კრიტერიუმიდან რომელიმეს გადაუხვევს, თუ ამ კრიტერიუმებს გადავხედავთ, ირაკლი ალასანია, რა თქმა უნდა, არის ნომერ პირველი თავისუფალი დემოკრატი ამ კუთხით, რომლის გვერდით დგომა, რა თქმა უნდა, არის საამაყო, მაგრამ მე არ მგონია, რომ ირაკლი ალასანია დამოუკიდებელ ბრძოლას დაიწყებს 2016 წლამდე და მე არ ვემხრობი კოალიციის დაშლას და მე მგონია, რომ მასაც არ აქვს ეს დაგეგმილი", - აცხადებს წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები






