საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ რჩევებს აძლევს და უჩევს, რომ სექტად არ ჩამოყალიბდნენ.
ამის შესახებ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცოტა საკუთარი თავის რეფორმაც უდნა ჩაატაროს, მე ეს რჩევა მათ ადრე მივეცი და როგორც ყურს მომწვდა გაითვალისწინეს, რომ სექტად არ ჩამოყალიბდნენ. აუცილებელია მათი პარტიის რეფორმა, გამიჯვნა რაღაც ჯგუფებისაგან, ეს მათი საქმეა, მაგრამ თუ მათ უნდათ იყვნენ კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, აუცილებელია რეფორმა, მესიჯები შეცვლა. სამწუხაროდ, მათ აინტერესებთ რომ ცუდი რამე მოხდეს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ ამ ადამიანებს გაუხარდებათ თუ მთავრობა იქნება დამარცხებული.
ჟურანლისტის კითხვაზე ხომ არ აქვს ამჟამინდელ ხელისუფლებას „კანონიერ ქურდებთან“ და შესაბამისად კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი, მინისტრმა განაცხადა: „კანონიერი ქურდების მამა მე ვიცი ერთი მარტო, ერთის მეტი კანონიერი ქურდების მამა და სპეციალისტი მე არ ვიცი, ეს არის გივი თარგამაძე , დანარჩენი მე არ ვიცი“.
გიორგი გაბუნიამ კი შეკითხვა იმ კონტექსტში დასვა, რომ უკრაინიდან დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდის, "რემენას" კვალი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაუჩინარდა.
მასალის გამოყენების პირობები






