ღარიბაშვილმა დანაშაულთან დაკავშირებით მხოლოდ თავისი ვარაუდი გამოთქვა - იზორია
პოლიტიკა - 21:27, 14 Oct, 2014     1931

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, რომ იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტი უკვე გახსნილია, დაკავებულია რამდენიმე პიროვნება და შესაბამისად, კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს.

ლევან იზორია უპასუხისმგებლოს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების იმ განცხადებას, რომლის თანახმად, გატაცების შემთხვევა ხელისუფლების კრიმინალებთან დარიგების შედეგია.

"კომისიის შექმნის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ. ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული დანაშაული გახსნილია. ბრალდებულების ვინაობა დადგენილია. ამ მოთხოვნის ავტორები არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე ხელისუფლების კრიმინალთან გარიგების შედეგია ეს ფაქტი. ეს ყველა იმ პოლიციელის შეურაცხყოფაა, რომელიც დღე და ღამეს ათენებს, რომ კრიმინალს ებრძოლოს. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების ავტორებს რა პოლიტიკური მიზნისთვის სჭირდებათ საპარლამენტო კომისიების შექმნა მაყურებლებისთვის მიმინდია",-განაცხადა იზორიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში „ქრონიკაში“ ჩართვისას.

ლევან იზორია, პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილმა დანაშაულთან დაკავშირებით მხოლოდ თავისი ვარაუდი გამოთქვა.

"ბუნებრივია, მე ამ განცხადებებში ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ. ეს ნამდვილად არ არის პირდაპირი ბრალდება, ის ამბობს თავის მოსაზრებას, რომ ხელწერა იკვეთება სწორედ ისეთი, რომელიც დამახასიათებელი იყო კუდ-ისთვის და სოდ-ისთვის. ამ შემთხვევაში გამოძიება გრძელდება, ამ გამოძიების ფარგლებში ვარკვევთ სხვა პირთა ვინაობასაც, რომლებსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ ამ დანაშაულთან",- განაცხადა ლევან იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42