გიორგი მარგველაშვილმა ახალწვეულებს სვეტიცხოვლობა მიულოცა
პოლიტიკა - 15:20, 14 Oct, 2014     1559

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოსიაურის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და სვეტიცხოვლობის დღესასწაული კურსანტებს მიულოცა.

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ახალწვეულებს გაესაუბრა, მათ საცხოვრებელ და საწვრთნელ პირობებს ადგილზე გაეცნო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გიორგი მარგველაშვილს საწვრთნელი ბაზა პირადად დაათვალიერებინა და კურსის უშუალო ხელმძღვანელებთან ერთად მას სასწავლო პროგრამა გააცნო.

“მინდა ყველას მივულოცო სვეტიცხოვლობა, გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება. დღეს ჩვენ ოსიაურის საწვრთნელ ცენტრს ვესტუმრეთ და ეს დღე ახალწვეულებთან ერთად ვიზეიმეთ. ბაზა ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ახალწვეულები კი, რომლებიც სულ რაღაც ერთი კვირაა დაიწყეს სამხედრო სამსახური, არიან მხნედ. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ მომავალს”, - აღნიშნა სახელმწიფოს უმაღლესმა მთავრსარდალმა.

ქვეყნის პირველმა პირმა საწვრთნელი ცენტრის სამლოცველოს სვეტიცხოვლის ჭედური ხატი უსახსოვრა, ხოლო თითოეულ კურსანტს სასაჩუქრე “ვეფხისტყაოსანი” გადასცა.

ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე საშემოდგომო გაწვევის წვევამდელები პირველად მომზადებას გადიან. ამ დროისათვის, ბაზაზე 469 ახალწვეული იმყოფება, რომლებიც 21-დღიანი სწავლების შემდეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული დეპარტამენტების სხვადასხვა ბრიგადებში გადანაწილდებიან და სამხედრო სავალდებულო წესით, შეიარაღებულ ძალებში 12 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

„ახალგაზრდა სამხედროებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, ემსახურონ ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი მთავარასრდლის სტუმრობა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც სამხედრო სამსახურში იმყოფებიან, თუმცა დიდი შემართებით არიან. რაც მთავარია, ადაპტაციის პირველი პერიოდი გავლილი აქვთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამ 469 სამხედრო მოსამსახურეს შორის არიან აზერბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები, რუსები. ასე რომ, მეტად მრავალეროვანი შევსება მივიღეთ. თან მნიშვნელოვანია ის, რომ აქ იგრძნობა ერთგულება და სამშობლოს სიყვარული“, - აღნიშნა გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42